ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
14 აგვისტო 2016
შერიგებისადასამოქალაქოთანასწორობისსაკითხებში სახელმწიფომინისტრმა,ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „დღეს აქ მოვედი იმისათვის, რომ პატივი მივაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. ის, რაც მოხდა 24 წლის წინ, ეს არ უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, შედეგები რომელიც დადგა, არც აფხაზების და არც ქართველების ინტერესებში არ შედიოდა. ეს შაოსანი დედები, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან არიან პირველები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ მშვიდობა, შერიგება, დიალოგი არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ უნდა ვიაროთ მომავლისკენ. წარსული არის ტკივილიანი. ბევრი შერეული ოჯახია, ვისაც კიდევ უფრო მძიმე ტკივილი აქვს იმ ვითარებით, რაც დღეს ჩვენ გვაქვს - დაშორიშორებული საზოგადოება, ოკუპირებული ტერიტორიები. ამიტომ, ჩვენი ხედვა სწორედ ამ წარსულიდან გამომდიანრე უნდა იყოს ერთი და საქართველოს ხელისუფელბის პოლიტიკა არის მტკიცე ეს არის მშვიდობიანი, პრაგმატული და კონტრუქციული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყნის გაერთიანება პირველ რიგში არის ჩვენი ხალხების გაერთიანება და დღეს, მინდა საოკუპაციო ხაზის იქეთა მხარეს გავაგზავნო სწორედ ეს გზავნილი, რომ ჩვენ უნდა გვეყოს სისხლი, კონფლიქტი, ომი. აღარასდოს დავუშვათ ეს ტკივილი და რა თქმა უნდა პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც სამშობლოსთვის გაწირა სიცოცხლე. სწორედ, მათი ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ მხოლოდ მშვიდობისაკენ უნდა ვიყურეოთ მომავალში“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.