შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.
ღონისძიება ფონდი „მოლოდინის“ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრების ორგანიზებითა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტში გაიმართა, რის შემდეგაც დიღმის ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას მიაგეს პატივი.
საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად.
30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.