პეტრე კანკავა EUMM-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ერიკ ჰოგს შეხვდა

7 სექტემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილემ, პეტრე კანკავამ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელის მოადგილესთან, ერიკ ჰოგსთან, გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლს, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ერიკ ჰოგს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მოგვარების პროცესში მისიის მიერ შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.