შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საარჩვენო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის საკითით.
ქეთევან ციხელაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჰქონდეთ სრული წვდომა საარჩევნო პროცესებზე და ამ კუთით ბევრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
სახელმწიფო მინისტრმა სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წწ სამოქმედო გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
შეხვედრა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი ოფისის მიერ იყო ორგანიზებული.