შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„მინდა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, განსაკუთრებით კი პირველ კლასელებს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, რომელთა ცხოვრებაშიც ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ეს განსაკუთრებული სკოლაა. ამ სკოლის ეზოდან რამდენიმე მეტრში გადის საოკუპაციო ზოლი, მავთულხლართები და მიუხედავად ამ წნეხისა მასწავლებლები, მშობლები სასწავლო პროცესის სრულფასოვნად ჩატარებას მაინც ახერხებენ, აძლევენ სრულფასოვან ცოდნას, აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და კარგი შემოქმედებითი მიღწევები“, - განმაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა დიცის საჯარო სკოლიდან ახალი სასწავლო წლის დაწყება ასევე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც მიულოცა.
„ყველა ის ადამიანი ვინც აქ ცხოვრობს, ზრდის შვილებს, არიან თანამედროვეობის გმირები. როცა მავთულხლართები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ქმნის ამდენ გამოწვევას, აქ კი მაინც ზრდიან მომავალ თაობებს მშვიდობის სულისკვეთებით, სწორედ ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ უნდა მოვახერხოთ შერიგების პროცესის წარმართვა.