ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში UNDP-სა და UNICEF-ის წარმომადგენლებს შეხვდა

27 სექტემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა ნილ სკოტთან და ლეილა ომარ გადისთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვის საკითხზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნული მიმართულებებით საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გაეროს ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სტუმრებს მიმდინარე პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.