ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

24 დეკემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

“საქართველოში მცხოვრებ ყველა ებრაელს გილოცავთ ხანუქას წმინდა დღესასწაულს. გისურვებთ, რომ ეს დღე, როგორც თავისუფლების ზეიმი, ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი თითოეული თქვენგანისათვის. სანიმუშოა ის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და თანაცხოვრება, რომელიც ებრაელ და ქართველს ხალხებს აკავშირებს და რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ხანუქა ებრაული დღესასწაულია, რომელიც რვა დღეს გრძელდება. ყოველდღე რვასანთლიან მენორაზე თითო სანთელი ინთება, რაც ამ დღესასწაულის მთავარ რიტუალურ სიმბოლოს წარმოადგენს. დღესასწაული ტაძრის განწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავია, რომელიც რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოდ იქცა.