შობისა და ნათლისღების დღესასწაულების მილოცვა

5 იანვარი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს ულოცავს.

"გილოცავთ ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულებს. გისურვებთ მშვიდობას, წარმატებას და კეთილდღეობას თქვენს ოჯახებში და ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.