ქეთევან ციხელაშვილმა მეჯვრისხევში ორ მრავალშვილიან ოჯახს შობა-ახალი წელი მიულოცა

7 იანვარი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ორ მრავალშვილიან ოჯახს შობა-ახალი წელი მიულოცა.

ქეთევან ციხელაშვილი მარღიშვილების ექვსშვილიან და ელოშვილების ოთხშვილიან ოჯახს ესტუმრა.

„ვულოცავ ამ ოჯახებს შობას, ვუსურვებ სიხარულს, ბედნიერებას, კეთილდღეობას, შვილებისა და მათ წარმატებას. ეს სოფელი არის ძალიან ახლოს საოკუპაციო ხაზთან, ასეთ პირობებში უწევთ მათ ცხოვრება. დღეს მცირედი საჩუქრით გვინდოდა, გამოგვეხატა ჩვენი მიდგომა, მათ გვერდში დგომა და ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება. ჩვენთვის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის დახმარება ისევ რჩება პრიორიტეტად. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს სოფლები, მთლიანად ეს რეგიონი გაძლიერდეს, მოსახლეობა დამაგრდეს, გაუჩნდეს მეტი შემოსავალი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან მრავალშვილიან ოჯახებს საშობაოდ ტკბილეული და საოჯახო ტექნიკა გადასცა.