ქეთევან ციხელაშვილი UNHCR-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

18 იანვარი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილი ვითარება განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო UNHCR-ს საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჰუმანიტარულ პროექტებს.
ქეთევან ციხელაშვილმა იოჰანეს ფან დერ კლაუს მიაწოდა ინფორმაცია კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიდგომებსა და ნაბიჯებზე.
შეხვედრაზე იმსჯელეს იძულებით გადაადგილებული პირების ამჟამინდელ მდგომარეობაზე და მათი დაბრუნების უფლებაზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საკითხის განხილვაზე.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.