შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო დებატებში თემაზე „საინფორმაციო გარემო ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“. დებატები საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იყო ორგანიზებული.
დებატების მონაწილეების წინაშე პეტრე კანკავა ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ხედვასა და მიდგომებზე მოხსენებით წარსდგა.
„სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის წარმატებული მიმდინარეობისათვის განსაკუთრებული როლი ენიჭება მედიას, როგორც ეთნიკური უმცირესობების თემატიკის გაშუქებისა და ჩართულობის კუთხით, ასევე მედიაში სიძულვილის ენის გამოუყენებლობის დაუშვებლობის მიმართულებით. ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკური სოციალიზაციისა და ზოგადად სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია მათთვის გასაგებ/მშობლიურ ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვა”, - აღნიშნა პეტრე კანკავამ.
მან სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.