სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 74-ე შეხვედრა გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრაში ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე გადაადგილების თავისუფლების საკითხი განიხილეს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების, უკანონო დაკავებების, ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხები.
ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 2 მარტს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.