ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

16 თებერვალი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტს კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კეძოდ, სახელმწიფო მინსტრმა დეტალურად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისადმი საქართველოს მთავრობის მიდგომების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. გაიმართა დებატები.

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა სტრასბურგში 15-16 თებერვალს გაიმართა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯომარეების - თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით.

სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები და მისი ზეგავლენა ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დემოკრატიულ რეფორმები, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზები.