შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე წარსდგა.
პეტრე კანკავამ „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და საქართველოს სახალხო დამცველს მიაწოდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმართ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაცია ეხებოდა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ საკომიტეტო მოსმენაზე წარადგინა ინფორმაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში სხვადასხვა უწყების მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე. მან ყურადღება გაამახვილა აღნიშნული სამუშაოების ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებზე. პეტრე კანკავამ სახალხო დამცველის კითხვებსაც უპასუხა.