გალში მორიგი - 43-ე შეხვედრა გაიმართა

22 თებერვალი 2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 43-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე

შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი მთავარი საკითხი დააყენეს - საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის პასუხისმგებლობის, აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების და გამყოფ ხაზზე გადასასვლელების შესაძლო დაკეტვის საკითხები.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს გიორგი ლუკავას გათავისუფლება, ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის და ჯანმრთელობას მდგომარეობის შესახებ. აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ გიორგი ლუკავა კვლავ დრანდის ციხეში იმყოფება და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს გამყოფ ხაზზე გადასასვლელების შესაძლო დაკეტვის საკითხი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადასასვლელების გაუქმება კიდევ უფრო შეზღუდავს ადგილობრივების, მათ შორის მოსწავლეების გადაადგილების თავისუფლებას, რომლებსაც გამყოფი ხაზის გადაკვეთა უწევთ.

გალში მომდევნო შეხვედრა 21 მარტს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.