საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან კახეთში

27 თებერვალი 2017
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში უფროსკლასელებთან სასწავლო პროგრამებსა და განათლების სიახლეებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით შედგა.

კაბალის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაში სოფლების - კაბალის, განჯალის, ფონასა და არეშფერანის საჯარო სკოლების X, XI, XII კლასის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ეთნიკურად ოსი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ სასწავლო პროგრამებზე, მათ შორის „1+4“, ასევე განათლების სფეროში არსებულ სიახლეებზე ინფორმაცია მოაწოდეს შსს-ს აკადემიის, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლმა მოსწავლეებს დეტალურად გააცო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების, ასევე პროგრამის „1+4“ ფარგლებში ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის წესები. პრეზენტაციებმა უფროსკლასელებში დაინტერესება გამოიწვია. მოსწავლეებმა სტუმრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.

ღონსიძიების ორგანიზატორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია იყო.