შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კაპილოვამ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკაისმა. შეკრებილებს IPRM-ის ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობის და საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ. კერძოდ, საუბარი შეეხო გამყოფ ხაზებზე არსებულ ვითარებას და გადაადგილების თავისუფლებას, უკანონო დაკავებებს, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
გაიმართა დისკუსია.
საინფორმაციო შეხვედრა „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.