შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქართული ენის სწავლების თემაზე მოხსენებით წარსდგა. პეტრე კანკავამ საპარლამენტო კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების შესახებ.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ეთნიკური უმცორესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიოტიტეტია. მან სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. პეტრა კანკავამ აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელების პროცესში სხვადასხვა საჯარო უწყება აქტიურადაა ჩართული.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულ ენაზე სწავლების კუთხით არსებულ შეზრუდვებზე მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
საკომიტეტო მოსმენაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც მონაწილეობდა.