შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე “შერიგების პოლიტიკა ახალი გამოწვევების ფონზე“.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოს მთავრობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებებზე, ასევე სამშვიდობო პროცესში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებულ როლზე და ამ კუთხით თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე.
„კონფერენციაზე ვისაუბრეთ ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი ასპექტების შესახებ. დამსწრე საზოგადოებას გავაცანით გასულ წელს გაწეული მუშაობის შედეგები. კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან მიმართებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ხელშესახები მიღწევები, რაც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო უწყებების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად“, აღნიშნა პეტრე კანკავამ.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ კონფერენციის დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხა.
კონფერენცია „შერიგების პოლიტიკა ახალი გამოწვევების ფონზე“ არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით 26 აპრილს თბილისში გაიმართა.