ქეთევან ციხელაშვილი USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

31 მაისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დაგლას ბოლს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე არსებულ მდგომარეობაზე, გადაადგილების თავისუფლების პრობლემასა და გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ასევე, მიმოიხილა კონფლიქტების მოგვარების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს და USAID-ის თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც კონფლიქტების მოგვარების, ისე სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ქეთევან ციხელაშვილმა დაგლას ბოლს მადლობა გადაუხადა სამშვიდობო პროცესში USAID-ის ჩართულობისა და პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.