ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დამთავრებას ულოცავს

24 ივნისი 2017
ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ისლამური სამყაროს უდიდეს დღესასწაულს - "იდ-ალ ფიტრს", წმინდა რამაზანის თვის დამთავრებას ულოცავს.

„მუსლიმი საზოგადოება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია და დღეს ვუერთდებით თქვენს ზეიმს. ყველა მუსლიმს გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს - წმინდა რამაზანის თვის დამთავრებას. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას და კეთილდღეობას როგორც თქვენს ოჯახებში, ისე მთლიანად ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.

წმინდა რამაზანის თვე 27 მაისს დაიწყო და წმინდა თვის დასრულების დღესასწაული 25-დან 27 ივნისამდე გრძელდება. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მოევლინა სამყაროს.