საქართველოს მთავრობის დაფინანსებით

ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ შეარჩიონ უნივერსიტეტი როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, პირდაპირ მიმართონ უმაღლეს სასწავლებელს, მიიღონ ჩარიცხვის დასტური და შემდგომ მოიპოვონ საქართველოს მთავრობის დაფინანსება. სტუდენტების უმრავლესობა, რომელთაც სურთ საზღვარგარეთ მათთვის სასურველ ქვეყანასა და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება,  სწორედ ამ გზას მიმართავენ.

ქართველ სტუდენტებს შორის ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტები არის:


ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო განათლების მიღების უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის რეზიდენტი, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის, 2014 წლის მაისში საქართვლოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი (IEC).

ცენტრი იღებს განაცხადებს იმ პირებისგან, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ფლობენ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ დოკუმენტს, აქვთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისა და დაფინანსების მოპოვების სურვილი. დაინტერსებულ პირებს ყოველწლიურად აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ განაცხადი და თანდართული დოკუმენტები ონლაინ რეჟიმში საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის (IEC) ვებგვერდის www.iec.gov.ge მეშვეობით. ცენტრი განიხილავს განაცხადს დაფინანსების სრულად ან ნაწილობრივ გაცემაზე. დაფინანსება ფარავს მგზავრობასთან, საზღვარგარეთ სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.