დროებითმა სამთავრობო კომისიამ მორიგი სხდომა გამარათა

14 November 2013

კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და თანათავმჯდომარემ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კომისიის წევრებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან, დაგვეხმარონ მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაში. უკვე გამოგვეხმაურა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში. მათ სურთ, კონკრეტულ სოფლებსა და ოჯახებს ინდივიდუალური დახმარება გაუწიონ და ეს შემოთავაზება სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ზამთრის სეზონზე გათბობის პრობლემის მოგვარების მიზნით 200 ლარიანი დახმარების გაცემის მექანიზმებზე. გადაწყდა, რომ დახმარების გაცემის ტექნიკურ საკითხების გადაჭრაში ადგილობირივი მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან.

სხდომის დღის წესრიგში ასევე იყო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების საკითხი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა კომისიას წარუდგინა სამინისტროს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დადგენილი კატეგორიის სტუდენტებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნაწილს - 2250 ლარს დაუფინანსებს.

კომისიის წევრებმა აღნიშნული სოფლების გაზიფიცირების გრაფიკზე და ახალი ჭაბურღილების მოწყობაზეც იმსჯელეს.

"გარდა არსებული 4 ჭაბურღილისა, იგეგმება კიდევ 5 ჭაბურღილისთვის სამუშაოების დაწყება, რომელთაგან 2 მიმდინარე წელს მოესწრება. ამგვარად სასმელი წყლის საკითხი მოგვარდება იმ სოფლებში, სადაც ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვიდეო იხილეთ მოცემულ ბმულზე