თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

29 October 2011

ბ-ნი ირაკლი ფორჩხიძე სიტყვით წარსდგა პანელში "უსაფრთხოების სისტემების რეფორმირება: გამოწვევები და ხედვები", რომელშიც ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ბ-ნი ბათუ ქუთელია; ა.შ.შ-ის თადაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში, ქ-ნი სელესტ ვოლანდერი და ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯის კომანდანტის მოადგილე სახმელეთო ძალების განხრით, გენერალ-მაიორი ენდრიუ კენეტი.

თავის გამოსვლაში ბ-ნმა ფორჩხიძემ ისაუბრა რუსეთის მიერ წარმოებული საოკუპაციო საქმიანობის შესახებ და მიმოიხილა საქართველოს ჩართულობის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩართულობის სტრატეგიისთვის ამოსავალია არა პოლიტიკური საკითხები, არამედ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ადამიანებისთვის სხვადასხვა გზით რეალური დახმარების აღმოჩენა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატები, უცხო ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტები და საქართველოს პარლამენტის წევრები.