ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც ქეთევან ციხელაშვილსა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანოს შორის გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრისგან გენერალური მდივნის მოადგილემ ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე მიიღო, ქეთევან ციხელაშვილმა კვარაცხელიას რუსულ ბაზაზე დაღუპვის ფაქტზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა თუ როგორ ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები.
საქართველოში პირველი ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წარმომადგენელს სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების მდგომარეობაზე მიაწოდა.
პედრო სორანო დაინტერესდა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივით ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ნდობის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესია.