შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს ყურბან-ბაირამის დიდ დღესასწაულს ულოცავს:
"მინდა თითოეულ მუსლიმს გულითადად მოგილოცოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, სიკეთე და ჯანმრთელობა. გისურვებთ ეს დღე ყოფილიყოს წარმატებისა და წინსვლის საწინდარი თქვენთვის! საამაყოა, რომ საქართველოში არაერთი სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანი თანაცხოვრობს ერთმანეთის გვერდით. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციები.
COVID-19 პანდემიით შექმნილ რთულ ვითარებაში ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა რაც შეიძლება მალე წარმატებით დავაბრუნოთ შეუქცევადი განვითარების გზაზე. ამ პროცესში კი, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ, მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ გამოწვევები, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე.
კიდევ ერთხელ მოგილოცავთ, ყურბან–ბაირამი ხომ მშვიდობის, ადამიანზე მზრუნველობისა და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს მუსლიმები თანადგომას უცხადებენ გარშემო მყოფებს და თავიანთ წილ საზრდოს უნაწილებენ, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა”.
ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული 3 დღეს გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.