შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატში

4 დეკემბერი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამის „ერასმუს+“ ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგის მონაწილეები ესტუმრნენ.
30 საერთაშორისო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელს 10 ქვეყნიდან (ნორვეგია, შვედეთი, ჩეხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ესტონეთი, ბელორუსია, საქართველო, საბერძნეთი, რუსეთი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფროსი მარინა სალუქვაძე შეხვდა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მუშაობის მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული მდგომარეობა, საქართვველოს მთავრობის პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართებაში, მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინცდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანისმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში, კანონი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ, საქართველოს მისწრაფება ნატოსა და ევროკავშირში, ქვეყნის სამშვიდობო ინიციატივები.
კონფლიქტების თემაზე საერთაშორისო ტრენინგი თბილისში 1 -დან 8 დეკემბრის ჩათვლით იმართება. პროექტი ნორვეგიის ნაციონალური სააგენტოს დაფინანსებით და ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი’’-ის ორგანიზებით ხორციელდება.