ქეთევან ციხელაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის მრჩევლებს შეხვდა

28 იანვარი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალისა და უფროს მრჩეველს სამართლებრივ საკითებში ლაურენციუ ჰადირკას შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა მათ სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიზნით ხორციელდება.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების, მათთვის მედიისა და ინფორმაცის ხელმისაწვდომობის, ხარისხიანი განათლების საკითხებზე. მან ასევე ისაუბრა წარმატებულ პროგრამებზე, რომლებიც გრძელდება, მათ შორის პროგრამაზე „1+4“.

მარკ ფუმაგალიმ და ლაურენციუ ჰადირკამ თანამშრომლობის სურვილი და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი ექსპერტი აქტიურად იყო ჩართული.