Date:
Archive: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!
20-03-2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უერთდება დაუნის სინდრომისადმი მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციას - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას!
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი…
19-03-2015
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 31-ე რაუნდი გაიმართა. დისკუსიებზე მეორე - ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობდა.
პაატა ზაქარეიშვილი იეზიდ მოქალაქეებს - "კლოჩე…
17-03-2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს იეზიდ მოქალაქეებს - "კლოჩე სარე სალეს" დღესასწაულს ულოცავს.
სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
14-03-2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით "ჩართულობისსტრატეგიის სამომქედო გეგმის განხორციელებისმიზნით" სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობდა.
უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა…
13-03-2015
11-13 მარტს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სხელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კაჭრეთში სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა ჩატარდა.
დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
11-03-2015
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს…
11-03-2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს და ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველს მარსელ კაპის შეხვდა.
პაატა ზაქარეიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს…
10-03-2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებში აზერბაიჯანულ…
09-03-2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრობაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საქართველოში მათივე მშობლიურ ენაზე გამოცემულ გაზეთებს შეიტანენ.
პაატა ზაქარეიშვილმა სკოლა „ინტელექტში“ სამოქალაქო…
06-03-2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინიტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა სკოლა ინტელექტში სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. სახელმწიფო მინისტრმა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლების ინტეგრაციის კუთხით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.
სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით მომუშავე ქალებისთვის…
06-03-2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით მომუშავე ქალებისთვის ქალთა საერთაშორის დღის აღსანიშნავად მიღება გამართა.
ლონდონში შეხვედრა-დიალოგი, თემაზე ქართულ-აფხაზურ…
02-03-2015
ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" მიწვევით 2015 წლის 24-27 თებერვალს ქ. ლონდონში შედგა შეხვედრა-დიალოგი, რომელიც მიეძღვნა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსა და სამშვიდობო პროცესს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თანამდებობის პირებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ორივე მხარეს წარმოადგენდნენ.