სოფელ ვაკეში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
05-02-2015
კასპის რაიონის სოფელ ვაკეში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარეობს გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაესწრნენ.