თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა რუსეთში…
11-11-2021
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესშიაქტიური ჩართულობისთვის.  
თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის…
03-11-2021
სახელმწიფო მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა EUMM-ის როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა; თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ასევე ნდობის აღდგენის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.  
კახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებით…
29-10-2021
საინფორმაციო შეხვედრებს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად დაიგეგმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  
თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შერიგების…
27-10-2021
კომისიის სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ და კომისიის წევრმა ეკა სეფაშვილმა. სხდომის მონაწილეებმა მიმოიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობის პირველი
თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოების…
20-10-2021
შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობის, კერძოდ, მისი პირველი - შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპის განხილვა წარმოადგენდა. მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების დოკუმენტზე,
თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა სლოვაკეთის…
12-10-2021
სახელმწიფო მინისტრმა სლოვაკეთის დელეგაციას მადლობა გადაუხადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
კონკურსი გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის…
01-10-2021
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, მესტიის, ონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს:  
1+4 სტაჟირების პროგრამა დაიწყო
30-09-2021
სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.  
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში…
30-09-2021
შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხილულ იქნა შერიგების პროცესში სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გზები და მიმართულებები, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშესაწყობად, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში შექმნილ „მშვიდობის ფონდში“ საერთაშორისო დონორების ჩართულობის შესაძლებლობები.