თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანი: ჯანდაცვის სფეროში მოქმედი…
13-12-2023
სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომის ხელშეწყობა და ამ მიზნით, მუშაობის გაგრძელება შესაბამისი მექანიზმების სათანადო ფუნქციონირების და მათი შემდგომი სრულყოფის უზრუნველსაყოფად.
თეა ახვლედიანი: გრძელდება, სახელმწიფო დაფინანსებით,…
13-12-2023
თეა ახვლედიანი: გრძელდება, სახელმწიფო დაფინანსებით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უგამოცდოდ ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში.  
თეა ახვლედიანი გამყოფი ხაზების სიახლოვეს…
13-12-2023
მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება. ამ მიზნით 2013 წლიდან მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში დღემდე განხორციელებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი და საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტმა 300 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, წელს, 6 თვის მონაცემებით, განხორციელდა 60 მილიონამდე ღირებულების პროექტები.  
თეა ახვლედიანი: სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების…
13-12-2023
მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისების კუთხითაც. წელს ჩვენ გავაფართოვეთ 2021 წელს ინიცირებული „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა 3 ახალი თემატური ნომინაცია.  
თეა ახვლედიანი: 2023 წელი ნამდვილად უპრეცედენტო…
13-12-2023
მსურს აღვნიშნო. რომ 2023 წელი ნამდვილად უპრეცედენტო და გამორჩეულია, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგით
თეა ახვლედიანი: გამოვთქვამთ მზაობას, რომ…
13-12-2023
პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე გამოწვევების, პროვოკაციული ქმედებებისა თუ უფრო ფართო რეგიონში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განუხრელად, თანმიმდევრულად და ინტენსიურად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და ამ მხრივ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - საკუთარი სამშვიდობო ვალდებულებების ერთგული რჩება. იმავდროულად, უწყვეტად მუშაობს, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა უახლოეს მომავალში რეალობად აქციოს.
თეა ახვლედიანი გამყოფი ხაზების სიახლოვეს…
13-12-2023
მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება. ამ მიზნით 2013 წლიდან მოქმედი დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში დღემდე განხორციელებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი და საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტმა 300 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა
თეა ახვლედიანი: ჯამში, წელს, გამყოფი ხაზის…
13-12-2023
გრძელდებოდა მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, როგორც ინდივიდუალურად, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაარსებული ექსპერტთა საბჭოსა და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში
თეა ახვლედიანი: მომზადდა და ყველა საინფორმაციო-საკომუნიკაციო…
13-12-2023
მოგახსენებთ, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, განვითარების და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს და შესაძლებლობების უზრუნველყოფას.