თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა აფხაზეთის…
14-02-2024
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მდგომარეობასა და ადგილზე არსებულ საჭიროებებზე.
„აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ…
05-02-2024
„აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ გეგმებზე და იმ განვითარებებზე, რომელსაც ვსახავთ სამომავლოდ, მიღწეული შედეგების და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.  
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი:…
05-02-2024
გაგრძელდება კულტურათაშორისი დიალოგის სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რომელიც მიმართულია კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის, გაზიარებისა და განვითარებისკენ, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო-სპორტული ღონისძიების მხარდაჭერის გზით.  
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი:…
05-02-2024
სახელმწიფო ენის ცოდნა განიხილება, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, სრულფასოვანი სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის, სხვადასხვა ეთნოსს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფის და კულტურის გაზიარების წინაპირობა, შესაბამისად - ჩვენი ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციის ფუნდამენტს წარმოადგენს.  
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი:…
05-02-2024
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით გაგრძელდება მუშაობა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით, რათა შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე.  
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი:…
05-02-2024
ასევე, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნდობის აღდგენის ინიციატივებისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას, რომელთა ფარგლებში, გამყოფი ხაზების ორივე მხრიდან საზოგადოების სხვადასხვა,
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი:…
05-02-2024
„პატივცემულო დეპუტატებო, კომიტეტების თავმჯდომარეებო, მოგესალმებით! მივესალმები მინისტრობის კანდიდატებს და წარმოდგენილ საზოგადოებას! ჩემთვის პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა, დღეს თქვენ წინაშე წარვდგე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კანდიდატის რანგში.  
ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების…
22-12-2023
ამ დრომდე, საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 273-ია ამოცნობილი და გადაეცათ ოჯახებს სათანადო პატივით დასაკრძალად. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მიმდინარე, მკაფიოდ ჰუმანიტარული პროცესის მონაწილეების ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური ჩართულობით.  
თეა ახვლედიანი: უაღრესად დიდ მნიშვნელობას…
13-12-2023
მაქვს პატივი, მინისტრის საათის ფორმატში წარვდგე საქართველოს პარლამენტის წინაშე და მოგახსენოთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2023 წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ, როგორც შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის