მედია კონკურსი „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან ერთად აცხადებს მედია კონკურსს თემაზე „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“.

კონკურსის მიზანია:

  • საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა       
  • ეთნიკური უმცირესობების კულტურის პოპულარიზაცია     
  • კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერების ხელშეწყობა        
  • ტოლერანტული გარემოს წახალისება
კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა 22 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე (ან ქართული თარგმანის თანხლებით) კონკურსისთვის სპეციალურად მომზადებული და/ან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედია სივრცეში გამოქვეყნებული ტელე/რადიო სიუჟეტი, სტატია ან ბლოგი. ერთ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს რამოდენიმე ნამუშევარი.

წარმოდგენილი  მასალა  უნდა ასახავდეს შემდეგ თემატიკას:

  • საქართველოში მცხოვრები ეთნოსის/ეთნოსების ყოფა-ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, კულტურას, ურთიერთობებს სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან/პოზიტიური თანაცხოვრების მაგალითებს    
  • საქართველოს ეთნიკურ/რელიგიურ/კულტურულ მრავალფეროვნებას
  • კულტურათაშორის დიალოგს

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ტელე-რადიომაუწყებლების, ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემების  ჟურნალისტებსა და ბლოგერებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  მიერ მოწვეული სპეციალური საკონკურსო კომისია 3 გამარჯვებულ ნამუშევარს (სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი, ბეჭდვითი სტატია, ონლაინ გამოცემა/ბლოგი) გამოავლენს.

საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები  10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ნამუშევრები უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: press@smr.gov.ge

მოწოდებულ მასალას თან უნდა ახლდეს ავტორის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირი: თამარ მათეშვილი, მობ. 598 15 65 73

გისურვებთ წარმატებებს!