შესავალი

საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს და სთავაზობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას იმავე უფლებებსა და პრივილეგიებს, რაც ხელმისაწვდომია ყველა ეთნიკური კუთვნილების საქართველოს მოქალაქისთვის - საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზნით საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას.

ამ მიზნით აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მეცნიერებს წამყვან ამერიკულ, ევროპულ და აზიურ უნივერსიტეტებში, სრული ან/და ნაწილობრივი დაფინანსებით სწავლის გაგრძელებისა და სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობა ეძლევათ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება საშუალებას აძლევს ყველა მსურველს ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის განათლების მიღების მიზნით ჩაერთოს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში და სასწავლებლად გაემგზავროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.