თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

ქეთევან ციხელაშვილი: თუ იზრდება ბარიკადები…
28-07-2017
„თუ იზრდება ბარიკადები და დაბრკოლებები, ჩვენ ორმაგად მეტი ძალისხმევა გვჭირდება მათ დასაძლევად და ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებების ერთმანეთთან დასაკავშირებლად“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
პეტრე კანკავა პანკისის ხეობის სკოლის პედაგოგებს…
21-07-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე სემინარის „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ფარგლებში პანკისის ხეობის სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
პეტრე კანკავამ ახალქალაქში საინფორმაციო…
19-07-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ახალქალაქში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ქეთევან ციხელაშვილმა "ამბასადორიალი 2017"…
19-07-2017
ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ საუბარი, რადგან ისინი წარმოადგენენ ჩვენს ინტერესებს პარტნიორ ქვეყნებში, რომელთა მხარდაჭერა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი
პეტრე კანკავა გორში სპორტისა და ახალგაზრდულ…
18-07-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, პეტრე კანკავა გორში საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრო. სხდომის წევრებმა მოინახულეს გორის რაიონის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლები ბერშუეთი, აძვი, მერეთი, ერგნეთი, სკრა და შეხვდნენ მოსახლეობას, გაეცნენ ადგილობრივების პრობლემებს და იმსჯელეს მათი მოგვარების შესაძლებლობებზე, მათ ასევე დაათვალიერეს სოფლებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოძველებული და მოუწესრიგებელია.

ქეთევან ციხელაშვილმა ბათუმში ორმხრივი შეხვედრები…
14-07-2017
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იან კელისთან, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელთან ლუკ დევინთან და იტალიის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პოლიტიკურ და უსაფრთხოების საქმეთა გენერალური დირექტორთან გუიდო დე სანკტისთან.
ქეთევან ციხელაშვილი ეროვნული უმცირესობების…
14-07-2017
ქეთევან ციხელაშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს, კომისრის მოვალეობის შემსრულებელს ჰენრიკ ვილადსენს შეხვდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
ქეთევან ციხელაშვილმა ბათუმის საერთაშორისო…
13-07-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სამუშაო სესია, რომლის მთავარი თემა იყო „დღევანდელი უსაფრთხოების არქიტექტურა: რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ქეთევან ციხელაშვილის მოდერატორობით წარიმართა.
კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“…
13-07-2017
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ღამის სესიას ქეთევან ციხელაშვილი წაუძღვება.
ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა
12-07-2017
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 79-ე შეხვედრა გაიმართა.