თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირდებით…
18-08-2017
„ჩვენ ოკუპაციას ვპასუხობთ განვითარებით, მშვიდობით, თანმიმდევრულობით და სიმტკიცით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანშ განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი: „გერმანიას განსაკუთრებით…
15-08-2017
„გერმანიას განსაკუთრებით კარგად ესმის, რას ნიშნავს ბარიკადებით საზოგადოების გაყოფა და ამ პირობებში ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, ფრანც იოზეფ იუნგთან შეხვედრაზე განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი: „ახალგაზრდებს თავისი…
14-08-2017
„ახალგაზრდებს თავისი გულწრფელობით და საინტერესო ინიციატივებით სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,…
14-08-2017
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კონფლიქტით და ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ”, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი: „შინდისის გმირებმა…
11-08-2017
„შინდისის გმირებმა აჩვენეს ისეთი გმირობა და თავდადება, რომელთა შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შინდისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან განაცხადა.
ახალქალაქში, სომხურ ეპარქიაში სახელმწიფო…
09-08-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციტივით, ახალქალაქში, სომხურ ეპარქიაში სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა. ეპარქიაში ჩატარებული ღია გაკვეთილის მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მიესალმნენ. პეტრე კანკავამ სახელმწიფო ენის ფლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ქეთევან ციხელაშვილი: „აუცილებლად დადგება…
08-08-2017
„აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ამ მავთულხლართების ნარჩენები თქვენი მუზეუმის ექსპონატად იქცევა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სოფელ ერგნეთში „2008 წლის აგვისტოს მუზეუმის“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში…
08-08-2017
8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. რუსეთი 2008 წლის აგვისტოში ღიად, ტანკებით, აგრესიით და უზარმაზარი ნახტომით კავკასიონის ქედს მიღმა, სადაც გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ჩვენს დღეს პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ომის შედეგად სახლებიდან გამოიდევნა ათასობით ადამიანი, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიკადებით შემოსაზღვრული, რაც უამრავ პრობლემას უქმნის გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს.
პეტრე კანკავამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს…
08-08-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიხსნა.
ქეთევან ციხელაშვილი და ზურაბ ალავიძე გამყოფი…
07-08-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წითელუბანსა და დიცში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პეტრე კანკავა თავდაცვის აკადემიაში სტაჟირების…
04-08-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, პეტრე კანკავა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „1+4“ სტაჟირების პროგრამის მონაწილეების გაცილების ღონისძიებას დაესწრო.
ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო მინისტრის…
02-08-2017
ქეთევან ციხელაშვილი კონფლიქტების მიმართულებით მომუშავე ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.