ქეთევან ციხელაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა 09.01.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თურქეთის ახალ სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია  გააცნო და მასთან იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა, რაც გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ექმნება. დეტალურად აღუწერა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. ელჩი სახელმწიფო მინისტრის ხედვით დაინტერესდა და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისადმი მხარდაჭერა გამოხატა.  მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.