ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ისლამის მრავალრიცხოვან მრევლს ულოცავსწმინდა რამაზანის თვის დამთავრებას 15.06.2018

ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ისლამის მრავალრიცხოვან მრევლს გულითადად ულოცავს ისლამური სამყაროს ყველაზე ბრწყივნალე დღესასწაულს - "იდ-ალ ფიტრს", წმინდა რამაზანის თვის დამთავრებას.

„მთელი გულით გიერთდებით იმ სადღესასწაულო განწყობაში, რომელიც ყველა მუსლიმის გულში სუფევს. მინდა გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, კეთილდღეობა და წარმატებები. საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ხართ ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი.

,,ისტორიულად მრავალკონფესიური ტრადიციების ქვეყანა ვართ, სადაც მუდამ პატივს სცემდნენ ერთმანეთის მრწამსსა და აღმსარებლობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეები ერთად ვიქნებით ყველა გასაჭირსა თუ ლხინში და ერთად ავაშენებთ ბედნიერ მომავალს.

საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ჩვენი საერთო სამშობლოს განვითარება, მისი სიძლიერე და კეთილდღეობა მეტი სიკეთის მომტანი იყოს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ოჯახისათვის“- აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მოევლინა სამყაროს.