ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ოჯახში ძალადობის საკითხებსა და სახელწმიფო მომსახურეობის სერვისებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა 05.12.2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ოჯახში ძალადობის საკითხებსა და სახელწმიფო მომსახურეობის სერვისებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრება და ძალადობის ფენომენზე, მიზეზებსა და შედეგებზე, არსებული კანონმდებლობისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაა.

შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით ოჯახში ძალადობის სტატისტიკაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ძალადობა არ არის მხოლოდ ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებული რეგიონების, ან ცალკეული მუნიციპალიტეტების პრობლემა.

შეხვედრის ბოლოს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა, გაიმართა დისკუსია, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

კამპანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთში ტარდება. მისი პრეზენტაცია, ივლისში, წალკაში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში იმართება.