სახელმწიფო მინისტრმა ამერიკელ ხალხს 41 პრეზიდენტის ჯორჯ ჰ. უ. ბუშის გარდაცვალება მიუსამძიმრა 07.12.2018

სახელმწიფო მინისტრმა ამერიკელ ხალხს 41 - ე პრეზიდენტის ჯორჯ ჰ. უ. ბუშის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამერიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. 

"მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკელ ხალხს ღრმა მწუხარება გამოვუცხადო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის - უფროსის გარდაცვალების გამო. ის იყო ადამიანი, რომელიც თავის ხალხს განსაკუთრებული ხედვითა და გამბედაობით ემსახურებოდა. მის გამოჩენილ პრეზიდენტობასა და ხელმძღვანელობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც მის ქვეყნისათვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მისი ღვაწლი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებში - ისეთი, როგორიცაა საბჭოთა კავშირის დაშლა, ცივი ომის ფაზის დასრულება და ერების გათავისუფლება - არასოდეს არ იქნება დავიწყებული.“

პრეზიდენტი ჯორჯ ჰ. უ. ბუში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა მან გამორჩეული საჯარო კარიერა მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის საზღვაო ძალების მფრინავის რანგში დაიწყო, შემდეგ იყო კონგრესის წევრი, ელჩი გაეროში, ვიცე-პრეზიდენტი და 1988 წელს შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი.