რუსლან აბაშიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა 15.01.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსლან აბაშიძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედ ხელმძღვანელთან მუნხტუია ალთანგერელთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან იოჰანეს ფან დერ კლაუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. მიმოიხილეს  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის  ფაქტები. აღინიშნა ის დისკრიმინაციული გარემო, რომელში ცხოვრებაც გალისა და ახალგორის მოსახლეობას უწევს. ხაზი გაესვა გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსა და გამოწვევებს.

დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალ საქმიანობაში ერთმანეთს  წარმატება უსურვეს.