ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა 14.04.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა,  დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსი, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის, რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდა.  მისი მიზანი სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე წერითი კომპეტენციების განვითარება და წახალისება იყო. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასკვით ღონისძიებაზე ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო ენის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოსათვის ეს თარიღი უმნიშვნელოვანესია, რადგან 41 წლის წინ ახალგაზრდებმა იბრძოლეს იმისათვის, რომ საბჭოთა იპერიას ქართული იდენტობა არ წაეშალა.

„ქართული ენა საუკუნეების მანძილზე მთავარი საყრდენია ჩვენი იდენტობის, კულტურის, არქიტექტურის, ლიტერატურის და რა თქმა უნდა, მას დაცვა და განვითარება სჭირდება. სწორედ ამ მიზნისთვის დღეს ჩავატარეთ კონკურსი „მე ვწერ ქართულად“, რომელშიც არაქართულენოვანი სკოლების მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ამ ბავშვებმა წარმატებით გაიარეს პირველი, შესარჩევი ეტაპი. დღეს უკვე დასკნითი ეტაპი იყო და სამი გამარჯვებული  გამოვლინდა.

„ამ ყველაფერს, პირველ რიგში, ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს.   ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, წარმატების  გასაღებია. როდესაც ჩართულობაზე, თანასწორობაზე, ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფო ენის ცოდნა, საქართველოშიც და ყველა სახელმწფოშიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

„მიხარია, რომ ამ ნაბიჯებს ვდგამთ და დღეს ახალაგზრდები გაცილებით უკეთ ფლობენ სახელმწიფო ენას, ვიდრე ეს აქამდე იყო. ამ უნივერსიტეტშიც მიმდინარეობს 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და მიხარია, რომ ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც მშობლიურ ენაზეც მეტყველებენ და ამავდროულად სახემწიფო ენაც საფუძვლიანად იციან,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.  

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასკვნითი ეტაპზე კონკურსანტებმა მწერალ ბექა ქურხულის ნაწარმოებიდან ფრაგმენტის კარნახი დაწერეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა კომისიამ კი 3 გამარჯვებული გამოავლინა -  აიტან მეხტიევა, მანუშაკ ვართანიანი, ანასტასია მინასოვა.  მათ სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.  

„გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. ყველა მეუბებოდა, რომ ამის იმედი უნდა მქონოდა, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო. ძალიან გამიხარდა. საკონკურსო ტექსტი ჩემთვის რთული არ იყო. ადვილად გავართვი თავი. ძალიან კარგი კონურსი იყო და მომავალშიც, თუკი მექნება შესაძლებლობა, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას,“ - ამბობს ერთ-ერთი გაარჯვებული,  გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე აიტან მეხტიევა.  

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ თბილსისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი.

კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.