სახელმწიფო მინისტრის გერმანიის ბუნდესტაგის წევრს დირკ ვიზეს შეხვდა 14.05.2019

რუსული ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე სახელმწიფო მინისტრის გერმანიის ბუნდესტაგის წევრს დირკ ვიზეს ესაუბრა.

დირკ ვიზეს, რომელიც ამავდროულად გერმანიის მთავრობის უფლებამოსილი პირია რუსეთთან საზოგადოებათა შორის ურთიერთობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე.

ერთ საათიანი შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას. გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ და სახელმწიფო მინისტრს გერმანიის მხარდაჭერა აღუთქვა სამშვიდობო პროექტების განხორციელებაში.