ლია გიგაური „ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე“ მოხსენებით წარსდგა 16.07.2019

შერიგებისა და თანასწორობის საკთხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა „ეროვნული თავდაცვის  უმაღლეს კურსზე“ მოხსენებით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების თვალსაზისით  არსებულ რთულ სიტუაციაზე ისაუბრა.  

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იმ სირთულეებს შეეხო, რომელთაც საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღურად უქმნის. ლია გიგაურმა იმ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა წინაშეც გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა დგას.  

„საინტერესო შეკითხვები დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ცხინვლის რეგიონსა და აფაზეთში მცხოვრები მოსახლეობა ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის და მათი უფლებები სციალურ-ეკონომიკური მიმართულებითაც კი ირღვევა. ასევე შეზუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, თავისუფალი გადაადგილების და ყველა ის უფლება, რომელიც ნებისმიერ დამიანს 21-ე საუკუნეში სრულფასოვანი რეალიზებისა და მშვიდი ცხოვრებისათვის სჭირდება.  

„მნიშვნელოვანი იყო შეკითხვები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურობას უკავშირდებოდა. იმ სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებს, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს როგორც ვაჭრობის წახალისების, ისე განათლების კუთხით.  ერთად ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა მიხედვითაც შეიძლება სახელმწიფო  პოლიტიკის განმახორციელებელმა ადამიანებმა მეტი გააკეთონ, რათა დავუპირისპირდეთ ჰიბრიდულ ომს, გავაძლიეროთ მოსახლეობა, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება და რომლის მომავლისთვისაც  ჩვენი სამშობლოს გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლია გიგაურმა.  

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.  

კურსის ფარგლებში მონაწილეები უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში მომუშავე უმაღლესი თანამდებობების პირების, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციებს მოისმენენ.