ქეთევან ციხელაშვილი ლოურენს მერიდიტს შეხვდა 16.09.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის დირექტორს ლოურენს მერიდიტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის  საქმეში.

ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობაც მიმოიხილა. სტუმარს   მიაწოდა ინფორმაცია ინიციატივის ეფექტიანად შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს თაობაზე.  მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების  შედეგები.

შეხვედრის ბოლოს სამომავლო ნაბიჯებსა და პროექტებზეც ისაუბრეს. დაისახა მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების გეგმები.