ახალციხეში, გადასახლებული მესხების შთამომავლებთან, შეხვედრა გაიმართა 15.11.2019

სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მოსახლეობის გადასახლების 75 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეში, დაბრუნებულ,  გადასახლებული მესხების შთამომავლებთან შეხვედრა გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან ასათიანმა, დამსწრე საზოგადოებას, ინფორმაცია მიაწოდა რეპატრიაციის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა, უწყების წარმომადგენლებთან, საკუთარი პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. დასვეს კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს.

„ამ ადამიანებმა, რეპატრიაციის კანონის ფარგლებში, რეპატრიანტის სტატუსი და შემდგომ, გამარტივებული წესით, საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა მიიღეს. დღეს მათ საკუთარი საჭიროებები გაგვიზიარეს. ეს შეხვერდები სწორედ პრობლემების იდენტიფიკაციასა და მათ გადასაჭრელად ერთობლივი გზის მოძებნას ემსახურება. ჩვენი მიზანია მათ მხარდასაჭერად მაქსიმუმი გავაკეთოთ.

„უნდა აღნიშნოს, რომ  საქართველომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სრულად შეასრულა 1999 წელს, ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციისა უფლების შესახებ სამართლებრივი ბაზის შექმნასთან დაკავშირებით, რაც მათი მონიტორინგის ანგარიშებიც ასახულია “, - განაცხადა რუსუდან ასათიანმა.