ესეების კონკურსი „ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისკენ“ 13.04.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ცხადდება ესეების კონკურსი თემაზე - „ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისაკენ“. კონკურსის მიზანია ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.
კონკურსი დაიწყება 13 აპრილს და დასრულდება 20 მაისს.
ესეების კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს გაეროს ასოციაცია.
კონკურსის პირობები:

• კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ IX-XII კლასების მოსწავლეებს.
• კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ესე თემაზე „ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისკენ“.
• ესე უნდა იყოს მომზადებული ქართულ ენაზე;
• ესეს მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 150 სიტყვა.
• ესე მიიღება როგორც ელექტრონული, ასევე ნაბეჭდი და ხელნაწერი სახით.
• ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება
სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია გამოავლენს 4 გამარჯვებულს.
გამარჯვებულებს, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გადასცემს დიპლომებს და სპეციალურ საჩუქრებს პლანშეტების სახით.
შეფასების კრიტერიუმები

• შინაარსის თემასთან შესაბამისობა;
• თხრობის, აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარი;
• ტექსტის გრამატიკულ-შინაარსობრივი გამართულობა;
ვადები

• ესეს გამოგზავნა შეგიძლიათ 20 მაისამდე, შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge
• ხელნაწერი ესეს წარმოდგენა შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, გ. ლეონიძის 3/5, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; (საკონტაქტო ინფორმაცია: მანანა მჭედლიშვილი - 577 999 773);
ან დაუკავშირდით:

• ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზაურ დარგალი 591 300 036;
• სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - არტიუშ მელქონიანი - 593 381 038;