თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

ქეთევან ციხელაშვილი გაეროს სურსათისა და…
09-09-2017
ქეთევან ციხელაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
შეხვედრა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის…
08-09-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომდგენლის ოფისის პოლიტიკურ მრჩეველებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ბიორნ კიუნესთან, ტომ ტრიერთან და ემანუელ ანკეტილთან.
ქეთევან ციხელაშვილი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს…
08-09-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან.
ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა
08-09-2017
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 80-ე შეხვედრა გაიმართა.
პეტრე კანკავა უკრაინაში მიმდინარე კონფერენციაზე…
07-09-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა უკრაინაში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენციაზე "პენსიის უფლება შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში: საერთაშორისო გამოცდილება და გამოსავალი უკრაინისთვის" სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს გამოცდილებას განიხილავენ.
ქეთევან ციხელაშვილი ეუთოს წარმომადგენლებს…
06-09-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯომარესთან ეუთო-ს მხრიდან გიუნტერ ბეხლერთან და ეუთოს მთავარ მრჩეველთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში არმინ რიზერთან.
პეტრე კანკავა UNICEF-ის სოხუმის ოფისის ახალ…
05-09-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სოხუმის ოფისის ახალ ხელმძღვანელს, უილიამ ჰენლონს შეხვდა.
ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარედ ხანძარი…
04-09-2017
ოკუპირებული სოფლების - ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ხანძრის კერებზე დაკვამლიანება და ცეცხლი აღარ შეინიშნება.
ქეთევან ციხელაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს…
01-09-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.