თარიღის მიხედვით:
არქივი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2013

პეტრე კანკავა UNICEF-ის სოხუმის ოფისის ახალ…
05-09-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სოხუმის ოფისის ახალ ხელმძღვანელს, უილიამ ჰენლონს შეხვდა.
ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარედ ხანძარი…
04-09-2017
ოკუპირებული სოფლების - ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ხანძრის კერებზე დაკვამლიანება და ცეცხლი აღარ შეინიშნება.
ქეთევან ციხელაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს…
01-09-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
30 აგვისტო, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო…
30-08-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მზიურის პარკში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პეტრე კანკავა: „სპორტი არის ერთ-ერთი საუკეთესო…
27-08-2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა ცხინვალის „სამაჩაბლოსა“ და მარნეულის „ალგეთს“ შორის გამართულ საფეხბურთო მატჩს დაესწრო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ღია ლიგის მეორე წრის პირველი თამაში სოფელ ერგნეთის სტადიონზე გაიმართა. მატჩი „სამაჩაბლოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.
ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირდებით…
18-08-2017
„ჩვენ ოკუპაციას ვპასუხობთ განვითარებით, მშვიდობით, თანმიმდევრულობით და სიმტკიცით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანშ განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი: „გერმანიას განსაკუთრებით…
15-08-2017
„გერმანიას განსაკუთრებით კარგად ესმის, რას ნიშნავს ბარიკადებით საზოგადოების გაყოფა და ამ პირობებში ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, ფრანც იოზეფ იუნგთან შეხვედრაზე განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი: „ახალგაზრდებს თავისი…
14-08-2017
„ახალგაზრდებს თავისი გულწრფელობით და საინტერესო ინიციატივებით სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,…
14-08-2017
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კონფლიქტით და ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ”, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან განაცხადა.